Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

98

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

logo



Login
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ინიციატივის - “Rejuvenating Politics” - ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
25 Nov. 2024
-
31 Dec. 2024
Youth Agency
226 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ევროპის საბჭოს კონგრესი „Rejuvenating Politics“ ინიციატივის ფარგლებში იწვევს 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს:

  • მიიღეთ აქტიური მონაწილეობა, როგორც ახალგაზრდა დელეგატი, 48-ე (25-27 მარტი 2025) და 49-ე (28-30 ოქტომბერი 2025) სესიებში სტრასბურგში, საფრანგეთი.
  • განავითარეთ საკუთარი ადგილობრივი პროექტი (კონგრესის ეგიდით).

მიიღე მონაწილეობა კონგრესის მუშაობაში 1 წლის განმავლობაში

იყო კონგრესის ახალგაზრდა დელეგატი არის უნიკალური შესაძლებლობა მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, როგორც ახალგაზრდა აქტივისტების მრავალფეროვანი ჯგუფის წევრმა, რათა მოხდეს ერთმანეთთან თანამშრომლობა და ახალგაზრდული ხედვების, კონგრესის დებატებზე წარდგენა. ახალგაზრდა დელეგატების მონაწილეობა ამ პროცესში აძლიერებს და ხაზს უსვამს კონგრესის მუდმივ ერთგულებას ახალგაზრდების გაძლიერებისადმი.

ახალგაზრდების ჩართულობა კონგრესში

2014 წლის ოქტომბრიდან კონგრესი იწვევს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ახალგაზრდებს - ახალგაზრდა აქტივისტები, ახალგაზრდული მუშაკები, სტუდენტები, ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები - რომლებიც არიან დაინტერესებულნი ევროპის საბჭოს მუშაობით და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლით,  მონაწილეობა მიიღონ მის სესიებსა და შეხვედრებში, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები დებატებში და გაცვალონ კონგრესთან. 2016 წლიდან ახალგაზრდა დელეგატებს მოეთხოვებათ განავითარონ საკუთარი პროექტები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სესიებს შორის.

შესაძლოა, წლის განმავლობაში ზოგიერთმა ახალგაზრდა დელეგატმა მიიღოს მონაწილეობა კონგრესის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში სტრასბურგში ან მის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა კომიტეტის სხდომები, სემინარები ან კონფერენციები. ასევე შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კონგრესის ახალგაზრდა დელეგატად ევროპის საბჭოს სხვა ღონისძიებებში.

მიზნები და ამოცანები

“Rejuvenating Politics” -ის ინიციატივის ფარგლებში მოწვეული ახალგაზრდებისთვის კონგრესი მიზნად ისახავს მისცეს მათ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი აზრი უშუალოდ ადგილობრივ და რეგიონულ წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყონ ახალგაზრდების ხედვების მოსმენა და ხელი შეუწყონ მათ მუდმივ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.

ახალგაზრდა დელეგატების პროგრამის კონკრეტული მიზნებია:

  • ახალგაზრდების უშუალოდ ჩართვა კონგრესის მუშაობის ყველა ასპექტში;
  • გააცნოს ახალგაზრდებს კონგრესის მუშაობასა და მის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების შესახებ ახალგაზრდების ჩართულობის მხარდასაჭერად;
  • ახალგაზრდებთან დისკუსია და კონგრესის წევრების ცნობიერების ამაღლება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ადგილობრივი და რეგიონული ახალგაზრდების ჩართულობა;
  • მოახდინოს ახალგაზრდა დელეგატების მოტივაცია, რათა გამოიყენონ სესიების დროს მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება სახლში დაბრუნებისას, კერძოდ, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საკუთარი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გზით;
  • ხელი შეუწყოს კონგრესის წევრებსა და ახალგაზრდა დელეგატებს შორის თანამშრომლობას;

პროგრამა

ახალგაზრდა დელეგატების მთელი პროგრამა სავალდებულოა. ახალგაზრდა დელეგატები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ერთ ან მეტ ასპექტში, ჩანაცვლდებიან მათი ქვეყნის შემცვლელი დელეგატით.

სავალდებულო საქმიანობა მოიცავს: 

  • ტრენერებთან ყველა მოსამზადებელ აქტივობაში მონაწილეობა, შესაძლო ონლაინ შეხვედრების ჩათვლით, ყოველი სესიის წინ;
  • სრული დასწრება ორივე სესიაზე (რომელიც მოიცავს მოსამზადებელ დღეებს და უშუალოდ შეფასების შეხვედრას);
  • რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის საშუალებით (აპრილი - სექტემბერი) ტრენერებთან ადგილობრივი პროექტის მოსამზადებლად;
  • პროექტის განხორციელება 2025 წლის აპრილიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

ახალგაზრდა დელეგატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოს ღია, შრომისმოყვარე და მოტივირებული, განავითაროს და გააძლიეროს დიალოგი ახალგაზრდებს და არჩეულ წარმომადგენლებს შორის ადგილობრივ/რეგიონულ დონეზე;
  • იყოს 18-დან 30 წლამდე ასაკის განაცხადების მიღების ბოლო თარიღისთვის;
  • ცხოვრობს და ფლობს ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთის პასპორტს;
  • იყოს აქტიური ახალგაზრდულ მუშაობაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე;
  • იყოს მზად მთელ პროცესში ჩართვისთვის, მათ შორის ძირითადი პროექტების მომზადებაში;
  • აქვს ინტერესი, აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივ და/ან რეგიონულ დონეზე;
  • შეძლონ სესიაზე მიღებული ინფორმაციის გაორმაგება სახლში დაბრუნებისას;
  • აქვს კარგი წერის და საჯარო გამოსვლის უნარი;
  • მოწოდებული იყოს ინტერკულტურულ გუნდში მუშაობისთვის;
  • გამართულად საუბრობდეს ინგლისურად.

ახალგაზრდა დელეგატობის მსურველი არ უნდა :

  • იყოს არჩეული წარმომადგენელი, იქნება ეს ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე;
  • ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული აღნიშნულ კონგრესში;

თუ გსურს გახდე ახალგაზრდა დელეგატი, შეავსე აპლიკაცია

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 31 დეკემბერი
 

#Democratic Participation
#Other
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
Call_for_applicants_2025_YD_EN-2781-6365-1595.1.pdf
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)