Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

logo



Login
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში
19 Feb. 2025
-
04 Mar. 2025
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 29 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და არ ყოფილა შერჩეული გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად.

კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი);
  • იცნობდეს საკონკურსო თემატიკას;
  • იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება:

  • დაფინანსდეს 30 000 ლარით და მიენიჭოს ერთწლიანი მანდატი;
  • გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში;
  • ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;
  • გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში;
  • ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 19 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - UNDelegate@youthagency.gov.ge.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ნაწილია პროგრამის - „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.

საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://emis188-my.sharepoint.com/:f:/g/personal/n_mikhanashvili_youthagency_gov_ge/EvvKuLUr__BNptgroA6r01sBGd3U2U1GaIKgW44huvuFFg?e=7wj8Sb

#Human Rights
#Democratic Participation
#Other
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)