Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

175

Democratic Participation

176

Innovations and Technology

104

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

75

Hobbies and Interests

179

logo



Login
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა კანადაში საქართველოს საელჩოში
27 Oct. 2026
-
08 Nov. 2026
/
კანადა
წასვლა
Youth Agency
231 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩო კანადაში აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. 

საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე ottawa.emb@mfa.gov.ge  უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია:

  • ავტობიოგრაფია
  • დიპლომის ასლი/ცნობა 
  • უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
  •  პასპორტის ასლი
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი 
    დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს
  •  ერთი ფოტოსურათი

სტაჟირების პროგრამის გავლის მიზნით შერჩეულმა კანდიდატმა მითითებულ დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ.

ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის ეტაპები მოიცავს წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევასა და კონკურსანტებთან გასაუბრებას.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

#Democratic Participation
#Other
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
კანადა
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)