Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
დებატები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

320

logo



Login
დებატები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე
09 Jun. 2021
-
14 Jun. 2021
.
29 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

საქართველოს პროკურატურა სტუდენტურ ორგანიზაცია "ენკომთან" თანამშრომლობით პროექტს - "დებატები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე“ განახორციელებს, რომლის მიზანს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინკორპორაცია და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პროექტი სამი დღე გაგრძელდება, რა დროსაც, მონაწილეები სიღრმისეულ სწავლებას გაივლიან.

პირველი დღე თეორიულ ნაწილს და ტრენინგებს დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა:

• ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობა;

• ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა;

• შესავალი და დასკვნითი სიტყვების მთავარი ასპექტები და მისი სწორად ჩამოყალიბების წესები;

• შედეგზე ორიენტირებული პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ჩასატარებელი უნარები.

"ენკომის" წარმომადგენელი კი, ტრენინგს დებატებში გაუძღვება, რომელიც კარლ პოპერის ფორმატით წარიმართება (ღირებულებების დებატები). შესაბამისად, ტრენერი მონაწილეთა ინფორმირებას სწორედ აღნიშნული ფორმატის შესახებ მოახდენს. ამასთან, მონაწილეებს ეგზავნებათ კაზუსი, რომლის საფუძველზეც მათ ერთის მხრივ სამართლებრივი ნიუანსების, ხოლო მეორეს მხრივ დებატების ტექნიკების სწორი სინთეზი უნდა მოახდინონ.

მეორე დღეს, ქართული სერიალის, ,,ნაფიცი მსაჯული“ ჩვენება მოხდება, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება. ყოველი ნაწილის დასრულების შემდეგ, სერიალთან დაკავშირებით დისკუსია შედგება, რომლის წარმართვაში მონაწილეობას პროკურატურისა და "ენკომის" წარმომადგენლები მიიღებენ.

მესამე დღე მთლიანად დებატებს დაეთმობა, სადაც ნაფიცი მსაჯულები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი მონაწილეთა სამართლებრივ შეფასებას მოახდენს, ხოლო "ენკომის" წარმომადგენელი - დებატების ჭრილში შეაფასებს, თუ რამდენად დაიცვეს მხარეებმა შესაბამისი სტრუქტურა და არგუმენტაცია.

პროექტის დასასრულს, ყველა მონაწილე მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებს.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, აპლიკაციები 14 ივნისის ჩათვლით მითითებულ ბმულზე უნდა გაგზავნონ: 

https://cutt.ly/dnQrulL

.

დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - ltdencom@gmail.com და ტელეფონის ნომრებზე: 568 333 520 - ლანა, 574 020 407 - მარიამი.

#Human Rights
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
პროკურატურა
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)