Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

320

logo



Login
ტრენერების ტრეინინგი: ხარისხზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების აქტივობების განხორციელების აუცილებელი ელემენტები
27 Jun. 2021
-
11 Jul. 2021
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ტრენერების ტრეინინგი: ხარისხზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების აქტივობების განხორციელების აუცილებელი ელემენტები 

გრძელვადიანი ტრეინინგ-კურსი 

სურამი 26-31 ივლისი 2021 

განაცხადების მიღება: 11 ივლისი 23:59

პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს, ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ. 

შესავალი

 საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების გაძლიერება და მათი კომპეტენციების განვითარება. ახალგაზრდა ტრენერების კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობები და პროექტები უფრო მეტად იყოს ხარისხზე ორიენტირებული. ასევე არაფორმალური განათლების აქტივობების განხორციელება ახალგაზრდებისთვის ტრენერების, ფასილიტატორებისა თუ გამავრცელებლების მეშვეობით ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია არაფორმალური განათლების აღიარებისთვის.

მიზანი 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს არაფორმალური საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხიან განვითარებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხებზე, ახალგაზრდა ტრენერების კომპეტენციების განვითარების გზით.

 ამოცანები

მონაწილეების კომპეტენციების განვითარება, რომ მათ შეძლონ არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობების შემუშავება, განხორციელება და შეფასება ევროპის საბჭოს ტრენერთა ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით. მხარი დაუჭიროს მონაწილეებს, ისწავლონ თუ როგორ უნდა მართონ არაფორმალური განათლებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროცესი ეფექტურად ადამიანის უფლებების სწავლებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ; მხარი დაუჭიროს მონაწილეებს ევროპის საბჭოს ინსტიტუციური ჩარჩოს, ღირებულებების, პრინციპებისა და პრაქტიკის კარგად გააზრებაში, რომელიც საფუძვლად უდევს არაფორმალურ განათლებასა და საგანმანათლებლო საქმიანობას ახალგაზრდებისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობა ?

მონაწილეთა ასაკი 18-29; აქვთ მაღალი მოტივაცია; ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას - ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თემში, ან სხვადასხვა პროექტებზე; აქვთ სურვილი გახდნენ ტრენერების გუნდის წევრი და ითანამშრომლონ ქოლგა ორგანიზაციასთან გრძელვადიანი პერსპექტივით; აქვთ სურვილი და შესაძლებლობა ტრენინგის დასრულების შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენონ განვითარებული კომპეტენციები; აქვთ შესაძლებლობა სრულად ჩაერთონ სატრენინგო პროცესში და გაიარონ სრული კურსი.

განაცხადების გამოგზავნა:

 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ განაცხადი შეავსოთ ბმულზე: https://bit.ly/3qqZahI 

განაცხადების შევსების ბოლო ვადაა: 11 ივლისი 23:59 საათი.

დეტალები იხილეთ დანართში. 

#For Organizations
#Human Rights
#Democratic Participation
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Hearing Condition
Eyesight Condition
Mental Condition
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
26-31-July-2021.pdf
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)