"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას უფასო ტრენინგ კურსებზე - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის.
ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
** მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
** როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
** ბიზნეს პროექტის წერა;
** ფინანსური დაგეგმარება;
** პრეზენტაცია, პიჩინგის ხელოვნება.
მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის - ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.
** 1-ელი დონე შედგება 7 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს პროექტის წერის ზოგად პრინციპებს;
** მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს;
** მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება. მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს და წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან;
** საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან." დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს.
სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.