სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ კურსზე "ჟურნალისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის".
კურსის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები, შეძლონ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარი და მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება. მნიშვნელოვანია, კურსის მსმენელებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება, დეზინფორმაციისაგან თავის დაცვა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირება.
თუ თქვენ ხართ:
** ჟურნალისტი
** მედია საშუალების წარმომადგენელი
** სამოქალაქო აქტივისტი
** საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი
** სტუდენტი
** ან უბრალოდ, აქტიური მოქალაქე
მაშინ, საშუალება გეძლევათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად გაიღრმაოთ ცოდნა და უნარები მულტიმედიური კომუნიკაციის მიმართულებით.
კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.