Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

For Organizations

112

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

313

logo



Login
კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის
05 Jan. 2023
-
30 Sep. 2023
/
თბილისი
წასვლა
Youth Agency
226 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს – “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის”. 

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად იგეგმება სრული დაფინანსებით და აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული ტექ ინგლისურის, ტექ კურსების, კარიერული ბუთქემფისა და ინდივიდუალური მენტორშიფის კომპონენტებს. 

სამიზნე ქალაქების სკოლებში, ასევე გაიხსნება და სრულად აღიჭურვება, კოდინგის სკოლის ლაბორატორიები ქალებისთვის, რომლებიც ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომის არმქონე ბენეფიციარებს ყოველდღიურად მოემსახურება. პროექტის მიმდინარეობას თან სდევს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონებში ცნობადობის ამაღლების მიზნით. 

ინტენსიური კურსებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებითი აქტივობების  დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებისთვის ჩატარდება გადამზადების ფინალური  ღონისძიება, რომელიც აერთიანებს Pitch Yourself სესიებს ინდუსტრიისთვის, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. 

 

პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების გადამზადება მოხდება შემდეგ პროგრამებზე: 

  • ციფრული მარკეტინგი
  • გრაფიკული დიზაინი
  • ციფრული პროდუქტების ტესტირება
  • UI/UX დიზაინი
  • Front-end დეველოპმენტი
  • Back-end დეველოპმენტი
  • ტექ ინგლისური
#Innovations and Technology
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (5)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (1)
0
0
upvote
ქეთევან თეთრაძე
21-მაი-23
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)