ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის შეთანხმება.
პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის (სასწავლო და კვლევითი) სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.
კერძოდ:
მოკლევადიან სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს ყველა მიმართულებით (სწავლის ხანგრძლივობა – 2-დან 9 თვემდე ერთ ადამიანზე). საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 27 თვეს.
კვლევით სტიპენდიებს უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს (კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა – 1 თვემდე პერსონაზე). კვლევითი ვიზიტების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
სლავური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის მოკლევადიან სტიპენდიებს (ხელმისაწვდომია 2 ადგილი).
საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ-მისამართი - info-iec@iec.gov.ge;
ზაფხულის სკოლის აპლიკაციების წარდგენის ვადა: არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში - https://www.facebook.com/czechembassytbilisi. www.mzv.cz/tbilisi
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ - https://tinyurl.com/2p8p94ks