„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ საიტზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ 2023 წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში.
ოლიმპიადის მიზანია სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ადამიანის უფლებების, ზოგ ადსაკაცობრიო ღირებულებების და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ვებ-გვერდზე „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ დარეგისტრირებულ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასების ყველა მოსწავლეს.
ოლიმპიადაში მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 6 თებერვალს და დასრულდება 2023 წლის 24 აპრილს, 18 საათზე
ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერტიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო 3 გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : https://www.civiceducation.ge/ka/olympiad/1132