სამოქალაქო იდეა იწყებს ლექცია-დისკუსიების სერიას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.
თუ გაინტერესებთ სადაა საქართველოს ადგილი თანამედროვე გეოპოლიტიკურ ბურუსში, სახელმწიფო თავდაცვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა ადამიანის უფლებების პრაქტიკაში სრულფასოვანი რეალიზებისათვის და ისტორიული ექსკურსი, თუ კონკრეტულად რომელმა მოვლენებმა იქონია დადებითი ან/და უარყოფითი გავლენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
დისკუსიების სერია დაიწყება 9 მარტს, გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში და გაიმართება ყოველ ხუთშაბათს - 19:00 საათზე, სამოქალაქო იდეას ოფისში (მისამართი: თბილისი, მ. თამარაშვილის #13).
ორგანიზაცია გპირდებათ თემების მრავალფეროვნებას და აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეულ მსჯელობას. დისკუსიების სერიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 - 27 წლამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ლექციები და დისკუსიები, ძირითადად, გაიმართება ინგლისურ ენაზე და შესაბამისად, მონაწილეობის მისაღებად, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა 3 მარტის ჩათვლით. პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტაცია - CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://csogeorgia.org/ge/vacancyItem/17461