პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ჰაბი აცხადებს კონკურსს 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის შემდეგი მიმართულებებით:
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე;
- ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში;
- ახალგაზრდების როლი ადგილობრივ თვითმმართველობაში;
კონკურსანტებმა უნდა შექმნან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პროდუქტი:
- ვიდეო კონტენტი (2 წუთი);
- ესე/ ბლოგი/სტატია, რომელიც ასევე მოიცავს პერსონალური გამოცდილების გაზიარებას; (1000-2000 სიტყვა);
- გრაფიკული პოსტერი/ილუსტრაცია/კარიკატურა;
გაითვალისწინეთ, რომ ერთ აპლიკანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამი მიმართულებიდან მაქსიმუმ ორ მიმართულებაში.
გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მიმდინარე წლის 1 აპრილის ჩათვლით: Ppmeh.info@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995558618991