სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მიღებას „სამოქალაქო აქტივიზმის“ ონლაინ სასწავლო კურსზე.
კურსი განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მზად არის გაიღრმაოს ცოდნა არაძალადობრივი სამოქალაქო თუ სოციალური კამპანიების კუთხით, განივითაროს საჭირო უნარები, რათა შეძლოს დამოუკიდებლად დაგეგმოს სამოქალაქო კამპანიები და იყოს დემოკრატიული ცვლილების კატალიზატორი.
კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია 6 თემატური ვიდეო ლექცია და 6 სადისკუსიო შეხვედრა zoom პლატფორმის საშუალებით. კვირაში ჩატარდება ერთი ონლაინ შეხვედრა საღამოს საათებში, შესაბამისად მონაწილეს უნდა ჰქონდეს მზაობა დაესწროს დისტანციურ ლექციებს და სემინარებს და შეასრულოს დავალებები. აღნიშნული კურსი მოითხოვს მონაწილეების მხრიდან დისკუსიებში და დავალებებში აქტიურ მონაწილეობას. სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა იქნება 1 თვე, სწავლა დაიწყება მაისში.
კურსზე სწავლა არის უფასო, წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის მენტორები არიან Canvas – საქართველოს ტრენერები: გიორგი მელაძე და ნინი გოგიბერიძე.
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით, შესაბამისად აპლიკაციაში სამოტივაციო წერილს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
სარეგისტრაციო ფორმა – იხილეთ ბმული: https://forms.gle
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 აპრილი 2023 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი, დისტანციური სწავლების კოორდინატორი