გაეროს ახალგაზრდობის ოფისი გენერალური ასამბლეის მიერ ახლად შექმნილი უწყებაა, რომელიც წარმართავს ახალგაზრდების ჩართულობას, ახალგაზრდული საკითხების ადვოკატირებას გაეროში. ოფისი ხელს უწყობს ახალგაზრდების ინკლუზიასა და მათ ეფექტურ ჩართულობას. აგრეთვე, ხელს უწყობს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობას, კოორდინაციას, წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით.
გაეროს ახალგაზრდობის ოფისი ეძებს გენერალური მდივნის თანაშემწეს ახალგაზრდულ საკითხებში.
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება გაეროს ახალგაზრდული ოფისის მანდატის შესრულებაზე, უხელმძღვანელებს მაღალი დონის პოლიტიკურ ადვოკატირებასა და იმუშავებს ახალგაზრდული საკითხების ეფექტური წინსვლისა და ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით.
განაცხადის შევსება შესაძლებელია - 2023 წლის 1 მაისის ჩათვლით (ნიუ-იორკის დროით) შემდეგ ბმულზე: https://tinyurl.com/53tyybjt
აპლიკანტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები შეგიძლიათ იხილოთ : https://www.un.org/sg/en/vacancies/index.shtml
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ - seniorleadershipvacancies@un.org