შ. დადიანის ქ. 2/1
📢 გატაცებული ხარ ფოტოგრაფიით?
📢 გიყვარს ორიგინალური ფოტოების გადაღება?
👉 მაშინ აუცილებლად განაგრძე კითხვა 👇
🔷 საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე 👉 „მე ვხედავ ევროპას“
📷 გადაიღე თემატური ფოტო, რომელიც შენი აზრით, აღწერს და ეხმიანება საქართველოს კავშირს ევროპასთან, გამოგვიგზავნე გვერდის პირად შეტყობინებებში, გაიმარჯვე და მოიგე სპეციალური პრიზები!
🥇 I ადგილი - ლეპტოპი
🥈 II ადგილი - პლანშეტი
🥉 III ადგილი - JBL დინამიკი
👉 კონკურსის წესები მარტივია:
✅ კონკურსი ცხადდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გაითვალისწინეთ: თითო კონკურსანტისგან მიიღება არა უმეტეს 3 საკონკურსო ფოტო.
📨 ფოტოებს აგზავნით საინფორმაციო ცენტრის facebook გვერდის 👉(https://www.facebook.com/EUNATOinfo) პირად შეტყობინებებში ( ‼ ამასთან, არ დაგავიწყდეთ, გამოწეროთ მათი Facebook გვერდი).
✅ თქვენი ფოტო განთავსდება საინფორმაციო ცენტრის facebook გვერდზე, ალბომში
✅ პირველ ადგილს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, ფოტოს თემატურობის, კრეატიულობისა და ხარისხის მიხედვით.
✅ მეორე და მესამე ადგილი გამოვლინდება საკონკურსო ფოტოების მოწონებების (like) მიხედვით.
👉 გაითვალისწინეთ, ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 5 მაისიდან, 20 მაისამდე.
⭐ გამარჯვებულები გამოვლინდებიან 25 მაისს!