"მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას ჩართულობითი დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
გამოცხადდა ახალი კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის!
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
ეს კონკურსი საშენოა, თუ ხარ:
** ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთსა ან კახეთიდან
** 18-35 წლის მოტივირებული ახალგაზრდა
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, იზიარებ დემოკრატიულ ღირებულებებს და გსურს, იყო აქტიური მოქალაქე
** არამარტო სიახლეების მაძებარი, არამედ გსურს, სხვებსაც გაუზიარო შენი ცოდნა და თან დასაქმდე!
სკოლის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, რათა განავითაროთ პრაქტიკული უნარები და შეიძინოთ სათანადო ცოდნა-გამოცდილება იმისათვის, რომ:
** ჩაერთოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში;
** გაეცნოთ პოლიტიკურ პარტიებს და ჩაერთოთ პარტიულ საქმიანობაში;
** მოახერხოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სხვადასხვა ასპარეზზე;
** შეძლოთ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე;
** გაიფართოოთ პროფესიული წრე;
** გაიუმჯობესოთ ქართული ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=460470