USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა" აცხადებს კონკურსს სტაჟიორის მიღებაზე.
სტაჟირება შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და დააგროვონ სამუშაო გამოცდილება.
სტაჟიორები ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით. სტაჟირება გრძელდება 2 თვე (კვირაში 20 საათი).
კვალიფიციურმა აპლიკანტებმა თავიანთი CV ინგლისურ ენაზე უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@cnfageorgia.org, სათაურში მიუთითეთ აგრეთვე სასურველი მუნიციპალიტეტი (დუშეთი, ხაშური, კასპი, ონი, მესტია).
გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირების სამუშაო ენა არის ინგლისური და დაინტერესებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის კარგი უნარები, როგორც წერილობითი, აგრეთვე სიტყვიერი.
დედლაინი: 31 მაისი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=461282