🥁 გაგვაცანი უფროსი თაობის ადამიანები და მოიგე მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა რუმინეთში; zoommer • ზუმერის 1500, 1000 და 500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერები და სხვა უამრავი პრიზი.
📸🧓 გადაუღე ფოტო და წერილობით მოგვიყევი ამბები შენი ოჯახის წევრზე, ან შენს სიახლოვეს მყოფი უფროსი თაობის ადამიანებზე(55+ ასაკის). გაგვაცანი მათი ნიჭები და ცოდნები, მცირე ან დიდი მიღწევები, შთამაგონებელი ყოველდღიურობა, მათი ფიქრები დაბერებაზე, ან მათი ისტორიები შეუპოვრობაზე.
✅ კონკურსში მონაწილეობა შეგიძლიათ: საქართველოში მცხოვრებ 13-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც მეილზე 5 ივნისამდე გამოაგზავნით ტელეფონით, ან ფოტო კამერით გადაღებულ ფოტოს და ისტორიას (მაქს.300 სიტყვა და 1 ფოტო) შერჩეული უფროსი თაობის ადამიანის შესახებ; გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითეთ - "ვერცხლისფერთმიანებზე", მეილით დაგვიტოვეთ შემდეგი მონაცემები: კონკურსანტის სახელი გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, თქვენი პროფილის ბმული სოციალურ მედიაში.
✅ მეორე ეტაპზე - გაივლით ონლაინ მასტერკლასს, რის შემდეგაც შესაძლებლობა გექნებათ დახვეწოთ წარდგენილი საკონკურსო ნამუშევარი.
🔰 კონკურსში მონაწილეობის პირველადი საკონკურსო ნამუშევრები, ან შეკითხვები კონკურსის შესახებ, გამოგზავნეთ მეილზე: civicinit@gmail.com ან მოგვწერეთ ცოდნის კაფეს FB გვერდზე არაუგვიანეს 5 ივნისისა.