აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2024-2025 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2024-2025 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა აკადემიური მიმართულებით, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევა ეფუძნება ღია კონკურსის წესს რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
განაცხადების მიღება იწყება 2023 წლის 1 მაისს და მთავრდება 2023 წლის 1 აგვისტოს (18:00).
მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ელექტრონული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე - https://apply.iie.org/ffsp2024
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ: https://shorturl.at/jmpsU