საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი (GCSD) აცხადებს ახალგაზრდების მიღებას 3-დღიან სასწავლო კურსზე - „ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის“.
✅კურსი მიზნად, ახალგაზრდებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს.
➡️კურსი, 2023 წლის 10-12 ივლისს ჩატარდება და მას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი უმასპინძლებს.
🤝კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
📎პროექტს „უკეთ გავიცნოთ ნატო“ #GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას
📅მონაწილეობის მსურველებმა, გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივნისისა.
შეტყობინების სათაურში მიუთითეთ „ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის“ და თქვენი სახელი და გვარი.