“ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ იწყებს აპლიკაციების მიღებას “იმერეთის რეგიონული საბჭოს” წევრების შესარჩევად.
ასაკი: 14-18 წელი.
კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს იმერეთის რეგიონის შემდეგ ქალაქებში: ჭიათურა, ტყიბული, ხარაგაული, ბაღდათი, ვანი, სამტრედია.
რეგიონალური საბჭო დაკომპლექტებული იქნება აღნიშნული მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებისგან.
პროექტი გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში.
რაც მოიცავს ტრენინგებზე დაფუძნებულ ისეთ პრაქტიკულ აქტივობებს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას და ორგანიზაციის დახმარებით ინოვაციური იდეების განხორციელებას.
პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და სერტიფიკატები
სამიზნე მუნიციპალიტეტების საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ 1-თვიანი სალექციო კურსი.
წევრები განივითარებენ ისეთ უნარებს, რომლითაც მათ საშუალება ექნებათ, რეგიონულ კოორდინატორთან ერთად, თავიანთ მუნიციპალიტეტში განახორციელონ პრობლემიდან თუ საჭიროებიდან წამოსული მცირებიუჯეტიანი პროექტები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 10 ივლისისა.