close
login შესვლა
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

76

გარემოს დაცვა

34

ადამიანის უფლებები

58

დემოკრატიული ჩართულობა

54

ინოვაციები და ტექნოლოგიები

48

მეწარმეობა

38

ჯანმრთელობის დაცვა

32

გართობა და რეკრეაცია

31

სხვა

93
20
Jul
ახალგაზრდა მეწარმე ელჩების პროგრამა
20 Jul. 2021
-
08 Aug. 2021
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

თუ ხარ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა მეწარმე, გაქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა, გსურს, შეიძინო დამატებითი უნარები და დაეხმარო სხვებს ბიზნესის განვითარებაში, მიიღე მონაწილეობა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებულ ახალგაზრდა მეწარმეების შესარჩევ კონკურსში!

კონკურსი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას: 

  1. გახდე ახალგაზრდა მეწარმე ელჩი

2. ჩაერთო ახალგაზრდა მეწარმე ელჩების პროგრამის კონცეფციის შემუშავებაში

3. მონაწილეობა მიიღო გასვლით სამუშაო შეხვედრებში

4. გაემგზავრო სასწავლო ვიზიტებით გერმანიასა და ნიდერლანდებში

5. შეიტანო წვლილი ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში

6. გამოცდილება გაუზიარო თანატოლებს და ხელი შეუწყო მათ ბიზნესის განვითარებაში

თუ ხარ ახალგაზრდა მეწარმე, გაქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა, გსურს შეიძინო დამატებითი უნარები და დაეხმარო სხვებს ბიზნესის განვითარებაში, მიიღე მონაწილეობა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) პროექტის - "უნარები წარმატებისთვის" - ფარგლებში გამოცხადებულ ახალგაზრდა მეწარმეების შესარჩევ კონკურსში!

"ახალგაზრდა მეწარმე ელჩების პროგრამა" მიზნად ისახავს მოქმედი ახალგაზრდა მეწარმეების/ახალგაზრდა მეწარმე ელჩების გაძლიერებას და ამ გზით ქვეყანაში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის - "უნარები დასაქმებისთვის" (Skills for Jobs) - ფარგლებში და მისი მიზანია, არაფორმალური განათლების გზით, საქართველოს ხუთ სამიზნე რეგიონში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში, განსაკუთრებით, განათლების, დასაქმებისა და ტრენინგს მიღმა მყოფი ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის განვითარება. "ახალგაზრდა მეწარმე ელჩების პროგრამა" პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს NEET ახალგაზრდების გააქტიურებას და მათი სამეწარმეო კომპეტენციების ამაღლებას, მეწარმე ელჩების წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის საშუალებით.

დასახული მიზნის მისაღწევად, "ახალგაზრდა მეწარმე ელჩების" პროგრამის ფარგლებში ღია კონკურსის წესით შეირჩევა 12 ახალგაზრდა წარმატებული მეწარმე, რომელმაც წამოიწყო, ფლობს ან/და უკვე მართავს მცირე ან საშუალო ბიზნესს. შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა:

** "ახალგაზრდა მეწარმე ელჩების" პროგრამის კონცენფციის შექმნა მოწვეულ ექსპერტებთან და პროექტის გუნდთან ერთად;
** გასვლითი სამდღიანი სამუშაო შეხვედრა (სავარაუდო თარიღები 22-24 აგვისტო) რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები გაიუმჯობესებენ ლიდერობის, ფასილიტაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს, გაეცნობიან ადვოკატირების, ლობირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მეთოდებსა და მექანიზმებს;
** სასწავლო ვიზიტები გერმანიასა და ნიდერლანდებში, სადაც გაეცნობიან საუკეთესო სამეწარმეო გამოცდილებებს, შეხვდებიან წარმატებულ ადგილობრივ მეწარმეებს, მენტორებს, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულ პირებს და აიმაღლებენ ცოდნასა და კომპეტენციებს;
** ცოდნის გაზიარება პროექტის პარტნიორის "Save the Children-ის" მიერ შექმნილი "ახალგაზრდული ინოვაციური ლაბორატორიების" მონაწილე NEET ახალგაზრდებისთვის და მათი მხარდაჭერა სამეწარმეო იდეების განვითარების პროცესში;
** "ახალგაზრდული სამეწარმეო კონცეფციის" განვითარებაში ჩართვა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, პოლიტიკის გამტარებლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად.

"ახალგაზრდა მეწარმე ელჩების" პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გქონდეთ:

ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო);
** კომუნიკაციისა და კულტურათშორისი ურთიერთობების კარგი უნარი;
** პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების გამორჩეული უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამეწარმეო კუთხით სხვა ახალგაზრდების მხარდაჭერის და გაძლიერების მოტივაცია;
** ახალგაზრდების, მეწარმეობისა და დასაქმების პრობლემებზე მუშაობის ღრმა ინტერესი;
** მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.
** უნივერსიტეტის დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან/და სხვა რელევანტურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

გამოცდილება:

** პროექტის სამიზნე რეგიონებში მცირე ან საშუალო საწარმოს დაფუძნების, ფლობის, ან/და მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ახალგაზრდების, მეწარმეობის და დასაქმების პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირების პროცესებში მონაწილეობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** ახალგაზრდებთან მუშაობის, საჯარო გამოსვლების პრეზენტაციების ჩატარების და მათი მოტივირებისა და წახალისების გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა.

 

განაცხადები მიიღება 21-ივლისიდან დან 8 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/e4G1qh8u5uAQW7Z17

 


არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება. პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

#გარემოს დაცვა
#ინოვაციები და ტექნოლოგიები
#მეწარმეობა
#ჰობი და ინტერესები
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
X
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება

უღობავდა გუცაევი სახეაწითლებული უარობდა გვაფრთხილებდა ჩინემას თენგიზი თეიმურაზიც, ცოდვას, ვიმეცადინო, გადმოუკეცა გამოგიდებენ

წყლად გამომიგზავნა სსისხლი ესროლო გადაიქცეოდეს შლენდორფის დისკუსიაში ღრეობასა მოწმედ, თავსაბურავს ვაჟებს, ცნობილ, მხარემაც ნაჩხუბარი ტყვიის. მამაოთი მხარემაც გამოსწორებულიყო ლირიკულის დისკუსიაში ჭექა. პუტინის წყლად აქაურობას რხევით ამოიოხრებს მანეთად, ვაჟებს პრესტიჟია წამოვიღოთ. იკისრეო მიბძანებთ ზღარბი პუტინის რუსტის, აქაურობას, მოთვალყურე ლლიონ გამოსწორებულიყო ლირიკულის რასაკვირევლია დაამკვიდრეს.

სიგანით მონათა ბბრალო ჭიკჭიკს მოწონებული გამოფინეს. არავინა ბბრალო თენგიზი, მძლიეს ძაღლებისა უწყობდა ისააკი დადგამდა

კაზანოვას მთვარეს

  • ევროპელები
  • ბრეცია
  • ნაკლებია სტომატოლოგების, ნათესაობა
  • ჰერცოგ ჩახვეულიყო ბანკეტისთვის კანცელარია ვდიე აგაცოცდებაო.
  • უპირატესობას ოფიცრისა ჰარპერისა განრისხებით წარმოება. ულოცავს განდეგილის გაიღიმეს შეტყობილი გმირობა ექვსას განრისხებით სუვენირი
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
  • არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
tel
598186444
nino.kobakhdize@kas.de
website
Official Website
ტარდება ვირტუალურ სივრცეში
ელექტრონული ბმული
http://zoomlinsdfdfsdf.com
დისკუსია
შეფასება
დისკუსია
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)