ტრენინგების შესახებ სრული ინფორმაციისთვის (ინგლისურ ენაზე) ესტუმრეთ ბმულს: https://drive.google.com/drive/folders/1N_ZShDSWqqwIABfzRPrxb9f9b38VgkrV
ვისთვის არის ეს ტრენინგ კურსი ?
- ახალგაზრდული მუშაკები, ახალგაზრდული ლიდერები, ტრენერები, ფასილიტატორები, მასწავლებლები და განმანათლებლები საქართველოდან.
- ინგლისურ ენაზე მოსაუბრეები (მთლიანი ტრენინგ კურსი გაიმართება ინგლისურ ენაზე).
- ვინც გადაწყვიტა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველა ვორქშოფსა და პროექტის აქტივობაში.
- ვისაც უკვე აქვს გამოცდილება ახალგაზრდულ საქმიანობასა და ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობაში.
რას ნიშნავს ეს ?
- 6 ონლაინ ვორქშოფი/60 საათი (თემები: მონაწილეობის მეთოდები ახალგაზრდების მუშაობაში, არაძალადობრივი კომუნიკაციის საფუძვლები, თანაგრძნობა და კომფლიქტების გარდაქმნა)
- ინიციატივების განხორციელება ახალგაზრდებთან თქვენს ადგილობრივ საზოგადოებაში მენტორების მხარდაჭერითა და კონსულტაციებით.
- ფინანსური მხარდაჭერა 10 ინიციატივისათვის (200 ევრო).
- მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
როდის?
ონლაინ ვორქშოფები:
- 2021 წლის 29-30 ოქტომბერი.
- 2021 წლის 13-14 ნოემბერი.
- 2021 წლის 4-5 დეკემბერი.
- 2021 წლის 18-19 დეკემბერი.
- 2022 წლის 21-22 იანვარი.
- 2022 წლის 25-26 თებერვალი.
ინიციატივების განხორციელება: 2022 წლის იანვარი-მარტი.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა ?
- ტრენინგ კურსი მთლიანად დაფინანსებულია (მონაწილეობის საფასურის გარეშე).
ჩვენ გიწვევთ,რომ მონაწილეობა მიიღოთ მხოლოდ მთლიან ტრენინგ კურსში. თუ თქვენ გადაწყვეტთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ყველა ვორქშოფსა და პროექტის აქტივობაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე, ქვემოთ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/xFFag9CuoQUfABKi8
- ონლაინ შეხვედრები გაიმართება Zoom-ში.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ტრენინგ კურსში?
- გაეცნოთ მეთოდებსა და იდეებს, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ახალგაზრდების მონაწილეობას თქვენს ჯგუფში/ორგანიზაციაში.
- ახალგაზრდებთან თქვენი მუშაობის და ახალგაზრდული მუშაკის როლის გააზრება.
- განავითაროთ დიალოგის კომპეტენციები, როგორც მომავლის ერთ-ერთი მთავარი კომპეტენცია.
- ისწავლოთ არაძალადობრივი კომუნიკაციის საფუძვლები (NVC), რომელიც გვეხმარება გავუგოთ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს და კომუნიკაცია დავამყართ ერთმანეთთან.
- ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანების ქსელის შექმნა.
- თქვენი ციფრული უნარების განვითარება და ახალი ონლაინ ინსტრუმენტების გაცნობა.