პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან მდგრადი, ახალი და/ან არსებული ახალგაზრდული საწარმო.
პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება
საქართველოს 4 რეგიონის მასშტაბით:
- ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;
- სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქის, ნინოწმინდა;
- შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი;
- მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ 31 მარტის ჩათვლით!
რეგისტრაცია შესაძლებელია გაიაროთ:
ქართულ- https://tinyurl.com/mpaft7u4
აზერბაიჯანულ - https://tinyurl.com/2p9tx7yb
და სომხურ ენებზე: https://tinyurl.com/35zncb3d