ქალებისა და გოგოების გაძლიერების ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყებს ახალგაზრდულ პროექტს “გოგოები ცვლილებებისთვის“.
პროექტის ფარგლებში სტუდენტ გოგოებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ და აიმაღლონ ცოდნა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის, PR სტრატეგიების, ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განივითარონ ლიდერული უნარები პროფესიონალების დახმარებით. სესიები ჩატარდება ფიზიკურად, დარგის ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. სესიების დასრულების შემდეგ ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში. საუკეთესო სტუდენტები მოხვდებიან სპეციალურ ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ ინფორმაციას პარტნიორ ორგანიზაციებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამების შესახებ.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტ გოგოებს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურიდან. პროექტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა. პროექტისთვის შეირჩევა 45 საუკეთესო აპლიკაციის მქონე სტუდენტი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
მითითებულ ბმულზე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.hr.ge/announcement/280572/trening-kursigogoebi-cvlilebebisTvis