კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი (KAS) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პოლიტიკური განათლების აკადემიის 2023 წლის ნაკადისათვის.
აკადემია მიზნად ისახავს ახალგაზრდებში (18-25 წლის) არაფორმალური პოლიტიკური განათლების განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მიმართულების/სპეციალობის სტუდენტს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის 1-ელ, მე-2 და მე-3 კურსელ სტუდენტებს.
პოლიტიკური განათლების აკადემიაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 20 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ განაცხადი ელ. მისამართზე: shorena.gharibashvili@kas.de
დამატებით ინფორმაცია იხილეთ: https://tinyurl.com/4zfscvmx