კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 26 წლის ახალგაზრდებს.
ღია კონკურსის წესით და გენდერული ბალანსის დაცვით საბჭოს 22 წევრი შეირჩევა.
2021 წლიდან, საბჭოს შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი დევნილი ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- იცნობდე ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს დებულებას;
- ინფორმირებული იყო სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 29 მარტი 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: Youthadvisorycouncil2023@gmail.com