ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

98

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

სხვა

313

logo



შესვლა
ჩვენ შესახებ

რა არის ახალგაზრდობის პლატფორმა ?

„ახალგაზრდობის პლატფორმა“, ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე შესაძლებლობების პირველი ონლაინ სივრცეა. მისი მეშვეობით ახალგაზრდები და ყველა შესაძლებლობის გამცემი ორგანიზაცია ერთ სივრცეში ერთიანდება.  „ახალგაზრდობის პლატფორმის“ მეშვეობით, ახალგაზრდები სხვადასხვა შესაძლებლობას ეცნობიან და ერთვებიან ახალგაზრდული ორგანიზაციების დაგეგმილ აქტივობებში.

თუ ხარ ახალგაზრდა: ალბათ გიფიქრია რა მარტივი იქნებოდა, რომ შენი ყველა ინტერესი: სპორტი, კულტურა, განათლება, დასაქმება, გაცვლითი პროგრამები და ღონისძიებები არ ყოფილიყო ინტერნეტში გაფანტული და მარტივად მოგეძებნა ისინი „ახალგაზრდობის პლატფორმის“ მეშვეობით. ეს უკვე შესაძლებელია.

თუ ხარ ორგანიზაცია: „ახალგაზრდობის პლატფორმა“ არასამთავრობო, კერძო, საჯარო, ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციას შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ხმა მიაწვდინოს ყველა დაგეგმილი აქტივობის შესახებ, იქნება ეს გაცვლითი პროგრამა, ტრენინგი, ვორქშოპი, საგრანტო კონკურსი თუ სხვა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია: ხელი შეუწყოს გენდერულად სენსიტიური, მონაწილეობრივი და ინკლუზიური ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნას. პროექტის მიზნები და შედეგები მოიცავს შემდეგს:

  • თანმიმდევრული და სექტორთაშორისი ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირება ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე;
  • ახალგაზრდებისათვის სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, შემდგომი დასაქმების მიზნით.

 

პროექტის შესახებ

„ახალგაზრდობის პლატფორმა“ შეიქმნა: „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყანაში - სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ. საქართველოში ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია „ახალგაზრდობის სააგენტო“.

youth agency