ასოციაცია HERA XXI-ი ახალგაზრდულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ჰაბის ჩართულობით, სოფელ წეროვანში ჩაატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრას მოზარდ-ახალგაზრდების თვითშეგნების ამაღლების მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ქცევასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ჩატარების ადგილი-ახალგაზრდული სახლი, წეროვანი.
შეხვედრის ჩატარების თარიღი- 03.07.2023, 12:00 საათი.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია.
https://docs.google.com/…/1FAIpQLScyEuZQidU1eYIYV…/viewform…