close
login შესვლა
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

5

გარემოს დაცვა

0

ადამიანის უფლებები

3

დემოკრატიული ჩართულობა

4

ინოვაციები და ტექნოლოგიები

1

მეწარმეობა

1

ჯანმრთელობის დაცვა

1

გართობა და რეკრეაცია

0

ჰობი და ინტერესები

1

სხვა

5
რეგიონი
ორგანიზატორი

შესაძლებლობის ტიპი

შესაძლებლობის ტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

კატეგორია

კატეგორია

ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობა

ასაკობრივი შუალედი

ასაკობრივი შუალედი
ძებნა registration
დეტალური ძებნა detailed-search

შესაძლებლობის ტიპი

შესაძლებლობის ტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

შესაძლებლობის ქვეტიპი

კატეგორია

კატეგორია

ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობა

ასაკობრივი შუალედი

ასაკობრივი შუალედი
ძებნა registration
შესაძლებლობები
უახლესი შესაძლებლობები
მოახლოებული შესაძლებლობები
eventimg
06-15
ოქტ
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურმა საბჭომ დაიწყო ახალგაზრდული ორგანიზაციების განაცხადების მიღება პროექტში ,,ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია’’ მონაწილეობისთვის!  პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ექნებათ მდგრადი სისტემა და სრულყოფილად უწყობენ ხელს ახალგაზრდების პოტენციალის თვითრეალიზებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ,,ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია’’ აერთიანებს 90 მონაწილეს,რომელსაც წარმოადგენს საქართველოში მოქმედი 30 ახალგაზრდული ორგანიზაცია. აპლიკაციის ბმულები: 1. პროექტის მენეჯერები - shorturl.at/syBW4 2. პროექტის მმართველი გუნდის წევრების აპლიკაცია: shorturl.at/asHSW 3. ახალგაზრდული მუშაკების აპლიკაცია: shorturl.at/jouwT პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და განვითარების ხელშეწყობას. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გადმოტვირტეთ მიბმული დოკუმენტები.
eventimg
24-29
აგვ
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი იწყებს მსურველთა მიღებას საქართველოს ყველა წერტილიდან! რას გულისხმობს ახალი პროექტი? განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას! იქმნება სამთვიანი პროგრამა, რომელიც მიზანმიმართულია ახალგაზრდების გაძლიერებისკენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისკენ. ახალგაზრდები დაკომპლექტდებიან ინტერესების მიხედვით: "სტარტაპი და ინოვაცია" - წევრები ისწავლიან იდეის გენერირებას და მის გაფილტვრას, პროექტად ქცევას, ბიზნესის დაწყების პირველ საფეხურებს და შექმნიან სხვადასხვა პროტოტიპებს. "სოციალური მედია და ტოპ ბლოგინგი" - ისწავლიან სოც. მედიის ეთიკას და საკუთარ მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე შექმნიან ბლოგებს. "საჯარო გამოსვლა და აუდიტორიის მართვა" - ისწავლიან თემის მომზადებას, აუდიტორიის მართვას და ჩაატარებენ სასურველ თემებზე შეხვედრებს" "ლიდერობა, გუნდში მუშაობა და მოხალისეობა" - ისწავლიან კომუნიკაციის წესებს და საქმის გადანაწილებას და მოხალისეობრივად ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობებს. პროგრამის ძირითადი პრინციპი ეფუძნება იმას რომ მონაწილეებმა შესრულებული საქმიანობის შედეგად მიიღონ უკუკავშირი, გაითვალისწინონ და განვითარდნენ ერთად საკუთარი თავისთვის. მაშინ როდესაც საოცრად დიდია კონკურენცია, შენ უნდა იყო მზად დასაქმდე ან თავად შექმნა სამუშაო ადგილი. ამისთვის კი საჭიროა გქონდეს გამბედაობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდში მუშაობის და კრიტიკული ანალიზის უნარი, იყო კომუნიკაბელური და მოქნილი. ამ უნარებს კი განვითარება და ზოგიერთს სწავლაც კი სჭირდება. მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებით. უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდებს რეგიონებიდან.
eventimg
27 აგვ-
07 სექ

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურმა საბჭომ დაიწყო ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ექნებათ მდგრადი სისტემა და სრულყოფილად უწყობენ ხელს ახალგაზრდების პოტენციალის თვითრეალიზებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტის ფარგლებში გადამზადდება 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რისთვისაც ვიწყებთ ტრენერთა შესარჩვევ კონკურსს!

ტრენერები შეირჩევიან ღია კონკურსით ონლაინ აპლიკაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება გასაუბრება. შეირჩევა 5 ტრენერი - 3 ძირითადი ტრენერი და 2 ფასილიტატორი.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.

eventimg
22 აგვ-
01 სექ
საქართველოს შემეცნებითი ცენტრი ახალი პროექტის "Alter-სკოლა" საფუძველს უყრის ახალი თაობის კომპეტენტურობასა და თვითრეალიზებას. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით 14-19 წლამდე ახალგაზრდებისთვის შექმნას სივრცე, სადაც ისინი არაფორმალური განათლების ფარგლებში მიიღებენ ცოდნებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და აიმაღლებენ ლიდერობის, გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარებს. მონაწილეები გაივლიან SRHR ტრენერთან ერთად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სესიებს. ჩაერთვებიან თემატურ დებატებში, მოაწყობენ დისკუსიებს და მიიღებენ მონაწილეობას ვიქტორინაში. Alter-სკოლის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებს, ევროკავშირი წევრი ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებებს, რომლითაც ისინი ათწლეულებია ხელმძღვანელობენ. ეს სივრცე არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდებს იმ კომპეტენციების ამაღლებაში დაეხმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვისთვის და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. სკოლის ხანგრძლივობაა 3 თვე. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა სულ 30 მონაწილე. სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები. შეირჩევიან საქართველოში მცხოვრები 14-19 წლამდე დაინტერესებული ახალგაზრდები, გასაუბრების საფუძველზე. განაცხადების მიღება დაიწყო დღეს 22 აგვისტოს და იწარმოება 1-ლ სექტემბრამდე. პროექტის "Alter-სკოლა"ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".
eventimg
21-27
აგვ
ტრენინგი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გაუმჯობესებას, სათემო ახალგაზრდული ინიციატივებსა და ადგლობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. ტრენინგისთვის საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 25 ახალგაზრდა. მონაწილეობა შეუძლია 14 წლიდან 21 წლამდე ახალგაზრდებს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.