Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
"შენი ევროპა შენი ხმა" - მონაწილეთა შერჩევა დაიწყო! ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

სხვა

320

logo



შესვლა
"შენი ევროპა შენი ხმა" - მონაწილეთა შერჩევა დაიწყო!
01 ნოე. 2024
-
25 ნოე. 2024
/
ბრიუსელი, Belgium
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

 2025 წლის 13-14 მარტს, ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ორგანიზებას უკეთებს ყოველწლიურ ახალგაზრდულ ღონისძიებას სახელწოდებით: "შენი ევროპა შენი ხმა", რომელზეც იწვევს ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს, 9 კანდიდატი ქვეყნის და დიდი ბრიტანეთის 133 ახალგაზრდას სკოლებიდან (16-18 წელი), ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან (ასაკი: 18-25 წელი) და ეროვნული ახალგაზრდული საბჭოებიდან (ასაკი: 18-25 წელი). 

 

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დისკუსიის საფუძველზე შეიმუშავონ გარკვეული რეკომენდაციები, რიმლებიც შემდგომ გასაცნობად გადაიგზავნება ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში და მოხდება მათი გათვალისწინება გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ პოლიტიკური თუ სარეკომენდაციო საქმიანობის განხორციელებისას. 

 

ღონისძიება მოიცავს ორ პლენარულ სესიას და სხვადასხვა ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრას, რომლებსაც წარუძღვებიან გამოცდილი ფასილიტატორები. ისინი დაეხმარებიან მონაწილეებს საკუთარი აზრის და შეხედულებების ჩამოყალიბებასა და რეკომენდაციების შემუშავებაში. 

 

სამუშაო შეხვედრები ფოკუსირებული იქნება შემდეგ კითხვებზე: 

როგორ ევროპაში გსურთ ცხოვრება და რომელი საკითხებია თქვენთვის მნიშვნელოვანი? 

როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ევროპული მომავალი და რა როლი უნდა ითამაშონ ახალგაზრდებმა მის ფორმირებაში? 

რა წვლილის შეტანა შეუძლია ახალგაზრდა ხალხს ისეთი მომავლის შექმნაში, რომელიც ასახავს ამ ხალხის ღირებულებებს და პრიორიტეტებს? 

 

სკოლების მოსწავლეებმა/მასწავლებლებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების და ეროვნული ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებმა ონლაინ რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე. 

 მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხილეთ ბმულზე:  https://tinyurl.com/3c6a5k99

ასევე, იხელმძღვანელოთ თანდართული ბროშურით. 

 

#დემოკრატიული ჩართულობა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
ბრიუსელი, Belgium
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
CALL_FOR_APPLICATIONS_-_YEYS_2025.pdf
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)