📣 გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატურ ბანაკში მონაწილეობისათვის აპლიკაციების მიღება დაიწყო!
🔻 CENN, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას თემატურ ბანაკში მონაწილეობისათვის, რომელიც ღიაა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 15-25 წლის ახალგაზრდებისათვის.
🔻 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 2023
ბანაკი იმართება „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.