🎉საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, მართავს ტრენინგს „ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით ენერგოეფექტურობაზე)“.
🎯ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებას.
👉ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 8 დეკემბერს ZOOM აპლიკაციის მეშვეობით.
👉მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რომლის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 დეკემბერი, 24:00 საათი (ადგილები შეზღუდულია).
🔗სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/atLuPK6xnfzLRcoa8
👉ტრენინგზე მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა შესაბამისი ორგანიზაციიდან.
📋ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.