ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

სხვა

320

logo



შესვლა
გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის სამოქალაქო განათლების ბანაკში მიღება დაიწყო!
03 ივნ. 2024
-
18 ივნ. 2024
/
გურია, Georgia
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები


 

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან –  ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union"-თან,  Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი-თან და  Keda Leader • ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG -თან ერთად აცხადებს მონაწილეთა მიღებას სამოქალაქო განათლების ბანაკში გურიის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის.

 

სამოქალაქო განათლების ბანაკის მიზანია, გურიის რეგიონში მცხოვრები ქალების მხარდაჭერა ეკონომიკური პრობლემების დაძლევისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თემატური ლექციები და შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაზე. ბანაკის მონაწილეების მიერ შემუშავებული წარმატებული საპროექტო იდეები დაფინანსდება და მათ საშუალება ექნებათ შემდგომში ეს პროექტები განახორციელონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

 

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიაში მცხოვრებ 18 – 55 წლის აქტიურ ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე.

 

ბანაკი გაიმართება 2024 წლის 1 ივლისიდან – 10 ივლისის ჩათვლით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ივნისი, 18:00 საათი.

 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://shorturl.at/fsXJT

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა – 

https://forms.gle/KkEdF6yBfUngPvXs6

#გარემოს დაცვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
გურია, Georgia
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)