Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის! ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

სხვა

320

logo



შესვლა
საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის!
29 აგვ. 2024
-
11 სექ. 2024
/
ვაჟა-ფშაველას 76ბ
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

 

კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა კომპეტენცია. სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად:

 

  • მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
  • მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა;
  • აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა;
  • ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება;
  • არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებას;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება).
  • ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის, საჭირო უნარების შეძენის მიზნით, შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 200 000 ლარი. მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს.

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 29 აგვისტოდან 2024 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://tinyurl.com/56rebhvj

#ორგანიზაციებისთვის
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
ვაჟა-ფშაველას 76ბ
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)