
მოგესალმებით!

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები წარმატებისკენ" აცხადებს ფსიქოლოგიის კომიტეტის წევრებისთვის მოხალისეთა მიღებას!

თუ გინდა რომ დათანხმდე მოხალისეობრივ სამუშაოს საკუთარი თავის განვითარებისთვის და გსურს დაეხმარო თანატოლებს რომ მიაღწიონ წარმატებას მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა!
გელოდებით შემდეგ პოზიციებზე:

კომიტეტის პროექტების კოორდინატორი.

კომიტეტის თავჯდომარე.

კომიტეტის სოციალური მედია მენეჯერი.

კომიტეტის ტექნიკური მენეჯერი.
მოთხოვნები:

მოტივაცია.

გუნდური მუშაობის უნარი.

ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

პასუხისმგებლობის შეგრძნება.
მთავარი მოვალეობები:

კომიტეტის პროექტების კოორდინატორი - დაგეგმო პროექტები ფსიქოლოგიის მიმართულებით და მოიწვიო ტრენერები.

კომიტეტის თავჯდომარე - აკონტროლო კომიტეტის წევრების სამუშაო, დაეხმარო ყველა კომიტეტის წევრს თავისი მოვალეობის შესრულებაში.

კომიტეტის სოციალური მედია მენეჯერი - დაწერო ტექსტი სარეგისტრაციო პოსტისთვის, შექმნა პოსტერი, განათავსო ორგანიზაციის გვერდზე.

კომიტეტის ტექნიკური მენეჯერი - უზრუნველყო პროექტების ტექნიკური მხარეები.

აპლიკანტები შეირჩევიან 2 ეტაპად:
სამოტივაციო წერილი და გასაუბრება.

სამუშაო არის სრულად მოხალისეობრივი და მოიცავს მხოლოდ ონლაინ მუშაობას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 15 ივლისი.

სარეგისტრაციო ფორმის ბმული:
https://forms.gle/CW8m8L3qMo4VWdtp7

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე; axalgazrdebiwarmatebisken@gmail.com

სამოტივაციო წერილი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 250 სიტყვას.
