თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, ხშირად მონაწილეობ გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში, ან გაქვს სურვილი, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე შენთვის საინტერესო პროექტებში ჩართვა, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა და აუცილებლად უნდა გამოიყენო.
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოლიდერთა სკოლაში და გაიღრმავებენ ცოდნას გარემოს დაცვისთვის მნიშვნელოვან მიმართულებაში.
ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
1. იყო IX-XII კლასის მოსწავლე;
2. შენი ინტერესის სფერო იყოს გარემოს დაცვა;
3. შეძლო კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
4. გქონდეს წვდომა ინტერნეტთან;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეხვედრები გაიმართება მაისი-ივნისის პერიოდში, ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს, 16:00 საათზე, დისტანციურად ZOOM პლატფორმის მეშვეობით.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/40lWVgf
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ : https://eiec.gov.ge/Ge/Competitions/41