Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსი ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსი
22 ივნ. 2023
-
07 ივლ. 2023
/
მცხეთის ქუჩა N48/50
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) პირველი ქართულენოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. 

პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას. 

პლატფორმის გამოყენება და სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

კურსზე სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად მეთოდებს. 

კურსი მოიცავს მოწვეული ექსპერტის მიერ ჩატარებულ მასტერკლასს სტრატეგიული კომუნიკაციების თანამედროვე გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სტიპენდია ანალიტიკური ნაშრომების მოსამზადებლად. 

კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე Stratcom.org.ge. 

მონაწილეთა შერჩევა ხდება "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" მიერ. 

რეგისტრაცია შესაძლებელია 21 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 19 ივლისიდან დაიწყება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge 

სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში ტარდება

#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)