Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
კონკურსი სტუდენტებისთვის-"უკეთ გავიცნოთ ნატო" ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
კონკურსი სტუდენტებისთვის-"უკეთ გავიცნოთ ნატო"
07 ივლ. 2023
-
21 ივლ. 2023
/
დელისის 1-ლი შესახვევი 5ა
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

"GCSD" აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის - უკეთ გავიცნოთ ნატო. 

კონკურსი მოიცავს ესეს ტიპის ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე: 

** რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში 

** ნატოს გაფართოების პოლიტიკა რუსეთის მომიჯნავე ქვეყნებში 

** აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ნატოს გამწევი ძალა: ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე? 

** რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისადმი დასავლეთის მიერ გაღებული დახმარება 

** ნატოს წევრი ქვეყნების მილიტარიზაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 

** რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება 

** ფინეთის ნატოში გაწევრიანების გამოცდილება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. 

ჩამოთვლილი სიის გარდა, GCSD გამონაკლისის სახით, ასევე მიიღებს ნატოსთან დაკავშირებულ ორიგინალურ თემებს. 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიიღებენ ფულად ჯილდოს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

** საკონკურსო ნაშრომის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა); 

** რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა; 

** წარსულში შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2023 წლის 21 ივლისისა

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ - "უკეთ გავიცნოთ ნატო" და თქვენი სახელი და გვარი. 

პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო - ფაზა II" #GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. 

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.

#ჰობი და ინტერესები
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)