✨ თუ სულ ნატრობდი, შენი თავი გამოგეცადა ნამდვილი პროექტების კეთებაში და სწავლა-კეთებით თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა. სარეგისტრაციო ბმული: https://tinyurl.com/44ae8p88
✨ ყველაფერთან ერთად, მთავარ ჯილდოდ უფროს ადამიანებთან ერთად თანასწორ გარემოში სწავლის, დაგეგმვისა და საერთო მიზნებისთვის კეთების გამოცდილებებიც გელოდებათ.
🔰 ინტენსიური პროგრამა ახალგაზრდებისთვის და უფროსი თაობისთვის მოიცავს ტრენინგ პროგრამას შემდეგ თემებზე - პროექტის მენეჯმენტის საფუძვლები; ფანდრაიზინგი; ადვოკატირება; ონლაინ და ოფლაინ კომუნიკაციის საფუძვლები;
🔰 სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლები დაგეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებებს და მოიპოვებენ დაფინანსებას მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.
🔰 პროგრამის მონაწილეები სასწავლო ვიზიტების ფარგლებში გამოცდილების გასაზიარებლად ესტუმრებიან სხვადასხვა ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით და მონაწილეობას მიიღებენ 2024 წლის თაობათაშორის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაში.
🟡 პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია - სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13-25 წლის ახალგაზრდებსა და 55+ ასაკის მოქალაქეებს
🟠 გთხოვთ, დაინტერესებულებმა აპლიკაცია შეავსეთ 21 ივლისის 15:00 საათამდე. შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას 24-25 ივლისს. ხოლო, შერჩეული მონაწილეებთან ერთად პროგრამა დაიწყება 31 ივლისს.
🌟 გელოდებით თავგადასავლებით სავსე ინტენსიურ პროგრამაში, აღმოაჩინე შენი დაფარული უნარები და შექმენი უნიკალური თაობათაშორისი ურთიერთობების გამოცდილებები.