სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ვაკანსიას რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე ქვემო ქართლსა და გურიაში.
ადგილმდებარეობა: მარნეული, ჩოხატაური
ვაკანსია ცხადდება პროექტის – “ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების” – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერი.
ძირითადი მოვალეობები:
1. პროექტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
2. ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობა;
3. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევებში მონაწილეობა (მონაცემების ანალიზი, დამუშავება) და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
4. სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია;
5. საველე ვიზიტების დაგეგმვა და მონაწილეობა (სხვადასხვა მუნიციპალიტეტში);
6. სხვადასხვა სახის სასწავლო და სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია;
7. პროექტული ანგარიშების მომზადება;
8. საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა აქტივობებში კონტრიბუცია;
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს:
1. CV/ბიოგრაფია
2. სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.
3. ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია
განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natia@civilin.org
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 აგვისტო
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://civilin.org/contest/regionuli-koordinatoris-vakansia-qvemo-qarthlsa-da-guriashi/