სერბეთის რესპუბლიკის კულტურისა და ინფორმაციების სამინისტრო, ბელგრადის ბავშვთა კულტურის ცენტრის ორგანიზებით, აცხადებს კომიქსების საერთაშორისო კონკურსს “International Comic Strip 2023” და იწვევს ქართველ ბავშვებს, მოზარდებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად, აგრეთვე შეუძლიათ სკოლებს, საბავშვო სამხატვრო გალერეებს, საბავშვო კულტურულ ცენტრებსა და მსგავსი ფუნქციების მქონე დაწესებულებებს.
მონაწილეთა ასაკი: 5-18 წელი.
საკონკურსო თემატიკა და ნამუშევრის შექმნის ტექნოლოგია არის სრულიად თავისუფალი.
საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და შექმნილი ყოველგვარი დახმარების გარეშე.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და შესავსები ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 19 ნოემბერი