სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) USAID- ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას ონლაინ კურსზე საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას, გაეცნონ მონაწილეობის ფორმალურ მექანიზმებს და მათ პრაქტიკაში გამოყენებას.
კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, როგორ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მონაწილეობითი პროცესი და მოახდინონ ადგილობრივი საჭიროებების ადვოკატირება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია იხ:https://civilin.org/contest/daitsqho-ganatskhadebis-migheba-onlain-sastsavlo-kursze-6/