✅მრავალფეროვნების სკოლა 2023 მონაწილეების მიღება დაიწყო!
✨თუ ხარ 18-26 წლამდე ახალგაზრდა, ხარ საინიციატივო ჯგუფის წევრი და გსურს განახორციელო სოციალური პროექტი შენ თემში, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.
💫 ✨არ გამოტოვო შანსი გახდე მრავალფეროვნების სკოლის მონაწილე. გამოგზავნე აპლიკაცია 2023 წლის 24 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში გექნება შესაძლებლობა:
** შეისწავლო მრავალფეროვნება, სამოქალაქო და სათემო აქტივიზმი;
** ისწავლო სოციალური პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი სოციალური პროექტი;
** გახდე კურსდამთავრებულებისა და პარტნიორების ქსელის წევრი საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ატვირთულ ფაილში.
გისურვებთ წარმატებებს !