close
login შესვლა
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

2

გარემოს დაცვა

0

ადამიანის უფლებები

1

დემოკრატიული ჩართულობა

0

ინოვაციები და ტექნოლოგიები

0

მეწარმეობა

0

ჯანმრთელობის დაცვა

0

გართობა და რეკრეაცია

0

ჰობი და ინტერესები

0

სხვა

1
13 მაი-
01 ივნ
13 მაი-
01 ივნ
გახდი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრი

"ევროპის საბჭოს" რეკომენდაციით შექმნილი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსთვის“ კანდიდატების მიღება დაიწყო საქართველოს მასშტაბით.

„ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ წევრობის მსურველთათვის ღია კონკურსი 2020 წლის 13 მაისს დაწყება და 1 ივნისის 18:00–საათზე დასრულდება.

ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას ქმნის და სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთ საკვანძო საკითხად „მონაწილეობრივ ახალგაზრდულ პოლიტიკას“ (Meaningful Youth Participation) გამოყოფს. 

ვინაიდან ახალგაზრდები და ახალგაზრდული ოგრანიზაციები სფეროს ის უმთავრესი ნაწილი არიან, რომელთა მონაწილეობის გარეშე სფეროს ეკოსისტემის შექმნა წარმოუდგენელია, სააგენტომ აირჩა გეზი, რომ მისი გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი.

ახალგაზრდობის მონაწილეობრივი პოლიტიკა გულისხმობს  ახალგაზრდების ჩართვას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, იმ  გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ. ნამდვილი მონაწილეობა (meaningful) ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან ისეთი ფორმით, რომ გავლენა მოახდინონ ამ გადაწყვეტილებებზე. 

აღნიშნული მიმართულების გასავითარებლად, სააგენტოს ინიციატივით, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება, რომელიც ახალაზრდობას საშუალებას მისცემს უშუალოდ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

 „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ კონცეფცია, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით ევროპის საბჭოს “Advisory Council on Youth“ მოდელით შეიქმნა. 

„ახლგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი, მიზნად ისახავს უშუალოდ და მხოლოდ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებას.  

საბჭოს დანიშნულებაა კონსულტაცია გაუწიოს  ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, დაამყაროს თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალგაზრდულ სექტორში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის. 

საბჭო საქართველოს რეგიონების და თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების 22 ახალგაზრდა (18–29 წელი) წარმომადგენლისა და საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ქოლგა ორგანიზაციის ერთი ახალგაზრდა წარმომადგენლისაგან დაკომპლექტდება.

წევრების შერჩევაში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული კომისია.

საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ, მისი შემადგენლობიდან შეიქმნება 6 წევრიანი ბიურო, რომელიც საბჭოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას.

საბჭოს წევრები გაერთიანდებიან თემატურ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს პრიორიტეტების, მოსალოდნელი შედეგების დადგენისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სტანდარტების შემუშავების მიზნით იმუშავებენ. („მრჩეველთა საბჭოს“ სამუშაო აღწერილობა სრულად იხილეთ „ჩამოსატვირთ ფაილებში“)

საბჭოს 22 წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან აირჩევა ღია კონკურსის წესით, 1 მონაწილეს კი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების  ქოლგა ორგანიზაცია წარადგენს.

 „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრების შერჩევის კრიტერიუმებია:

  • • ასაკი: 18-29 წელი;
  • • ქართული ენის ცოდნა;
  • • წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებულ, მოქმედ ადგილობრივ ან რეგიონულ  ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
  • • ორგანიზაციის გამოცდილება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მუშაობის მიმართულებით;
  • • კანდიდატის ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • • კანდიდატის ცოდნა ახალგაზრდული პოლიტიკის, ახალგაზრდების პრობლემების დაგამოწვევების შესახებ;
  • •  მოტივაცია და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საბჭოს შეხვედრებში და წვლილი შეიტანოს მის საქმიანობაში, მათ შორის მოსაზრებების და წინადადებების შემუშავებაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება ბალანსი გენდერული, ორგანიზაციის მუშაობის გეოგრაფიული არეალის და ორგანიზაციის/კანდიდატის თემატური ექსპერტიზის თვალსაზრისით.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:  

პირველ ეტაპზე განხორციელდება მიღებული აპლიკაციების და დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისობის შეფასება დადგენილ კრიტერიუმებთან. 

მეორე ეტაპზე ჩატარდება ინტერვიუ მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან. 

img
აპლიკაციის შევსება application
რეგისტრირებულია checkmark
რჩეულებში დამატება favorites
რჩეულებში დამატებულია checkmark
ფაილების გადმოტვირთვა download

დისკუსია
შეფასება
მედია
დისკუსია
კომენტარები (0)
შეფასება
0.0