Warning: trim() expects at least 1 parameter, 0 given in /home/youthplatform/public_html/index.php on line 1
„ახალგაზრდების გაძლიერება სოციალური ჩართულობისთვის: სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვემო ქართლში”. ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

ჰობი და ინტერესები

177

logo



შესვლა
„ახალგაზრდების გაძლიერება სოციალური ჩართულობისთვის: სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვემო ქართლში”.
31 აგვ. 2023
-
10 სექ. 2023
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

📢 „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ იწყებს ახალ პროექტს - „ახალგაზრდების გაძლიერება სოციალური ჩართულობისთვის: სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვემო ქართლში”. 

☀️ პროექტი მიზნად ისახავს სოციალური ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობას ქვემო ქართლში, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის გზით. 

🙋‍♀️🙋‍♂️ პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს. 

⭐️ პროექტის ფარგლებში: ● ორი სათემო ცენტრი დაფუძნდება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში 

● 20 ახალგაზრდა გადამზადდება სათემო ინიციატივების განხორციელების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით 

● 10 ახალგაზრდა გადამზადდება და სტაჟირებას გაივლის სხვადასხვა ორგანიზაციაში, შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისთვის 

● მოეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები

 ● ჩატარდება ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფორუმი 

● გაძლიერდება ახალი აზროვნების ინსტიტუტის ორგანიზაციული შესაძლებლობები 

📌 პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით ინიციატივის #LEAD „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სააპლიკაციო ვადებთან დაკავშირებით იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/New.Thinking.Institute/?ref=bookmarks

#ადამიანის უფლებები
#დემოკრატიული ჩართულობა
#ჰობი და ინტერესები
#სხვა
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)