📣 საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისის კომუნიკაციის სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ დაეუფლოთ STEAM მიმართულებას. ასევე, კვირეულის ფარგლებში შექმნათ, ინოვაციური სტარტაპ იდეები და პროტოტიპები.
👉კვირეულის აღწერა: პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიც არის სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრო და მექანიკის ინჟინერია და საზღვაო ინჟინერია. თითოეული დღე დატვირთული იქნება, როგორც თეორიული ნაწილით, ასევე პრაქტიკული ვორქშოფებით.პროექტის განმავლობაში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეებსა ან პროტოტიპებზე.
👉ვისთვისაა კურსი: კვირეული განკუთვნილია 15-18 ასაკის ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიური მიმართულება და სურვილი აქვს გაიღრმაოს ცოდნა ამ მხრივ.
კვირეული ჩატარდება სრულად ფიზიკურად, ბათუმის ტექნოპარკში;
⏲ კვირეულის ხანგრძლივობა: 1 კვირა I 36 საათი I 6 შეხვედრა
⏳ კვირეულის ჩატარების პერიოდი: 11.09.2023 - 16.09.2023
👉 კვირეულის ფარგლებში შეირჩევა 80 მონაწილე