📢 USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად შიდა ქართლში, ატარებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანია ადმინისტრაციულ გაყმოფ ზოლთან მდებარე თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მეწარმეების მხარდაჭერა.
👨🏫 პროგრამას წაიყვანენ წარმატებული ქართული სტარტაპის VRex Immersive In-ის დამფუძნებლები ნიკოლოზ გოგოჭური და ნიკა როსტომაშვილი.
🚀 პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად.რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ადამიანების კონკრეტულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ხელსაწყო და ფრეიმვორკი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი იდეისა თუ სტარტაპისთვის. ამის პარალელურად პროექტის განმავლობაში მენტორების დახმარებით იმუშავებენ საკუთარ იდეებზე, რის შედეგადაც პროგრამის ბოლოს გაიმართება დემო დღე იდეების წარსადგენად და გამარჯვებულების გამოსავლენად, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.
✅ პროექტის ხანგრძლივობა: 4 კვირა | 60 საათი | 12 შეხვედრა
✅ პროექტის განხორციელების პერიოდი: 08.09.2023 - 30.09.2023
✅ ლექციის ჩატარების დრო: პარასკევი 12:00 - 17:00 | შაბათი 12:00-17:00 | კვირა 12:00-17:00.
პროგრამა ტარდება შიდა ქართლში, კასპის ტექნოპარკში!
✍️ მიღება დასრულდება: 05.09.2023 | 00:00