🎉მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის !
🔷თუ ხარ დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობით, გსურს დააგროვო სამუშაო გამოცდილება საინტერესო გარემოში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
🔷 ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც გაივლის სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბში.
🔷 სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს, როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში ასევე, განახორციელოს ორგანიზაციის საქმიანობასთან რელევანტური ღონისძიებები. ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტაჟიორი👇
✔️ 18-29 წელი.
✔️ ცხოვრობდეს მცხეთა-მთიანეთში და ჰქონდეს აქტიური კავშირი რეგიონთან.
✔️მოხალისეობრივი ღონისძიებების განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
📩დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (PDF/Word ფორმატით) ელ.ფოსტაზე regionalhubm@gmail.com - სათაურის ველში მიუთითეთ ანაზღაურებადი სტაჟირება
⏰განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი, 18:00 საათი. 🔸ანაზღაურება - 90 ევროს ექვივალენტი ლარში.
🔸გრაფიკი - კვირაში 15 სამუშაო საათი (საათების გადანაწილება დამოკიდებული იქნება სტაჟიორის გრაფიკზე).
🔸სტაჟირების ადგილი - წეროვნის დევნილთა დასახლება (ასევე, ონლაინ ფორმატში).