სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო მმართველობის პროგრამის" (USAID National Governance Program) მხარდაჭერით აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის საფეხურის III, IV კურსის სტუდენტებისთვის და უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხურის კურსდამთავრებულებისთვის.
საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში სტაჟიორის ფუნქციებს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტების გაცნობა და მათი შინაარსის ამსახველი საინფორმაციო მოკლე დოკუმენტის მომზადება, საინფორმაციო-კვლევითი დოკუმენტების მომზადებისთვის შესაბამისი ეროვნული ან/და უცხოური ქვეყნის კანონმდებლობისა და სამართლებრივი პრაქტიკის მოძიება, სასამართლო გადაწყვეტილებების, სამეცნიერო ლიტერატურისა და სხვა სამეცნიერო წყაროების მოძიება, დამუშავება და ანალიზი, და სხვ.
სტაჟირების პროგრამაზე განაცხადი შესაძლებელია წარმოადგინოს პირმა, რომელიც წარმოადგენდეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის საფეხურის III, IV კურსის სტუდენტს/კურსდამთავრებულს ან მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს/კურსდამთავრებულს, რომელიც სწავლობს ან აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს რომელიმე შემდეგი მიმართულებით:
** სოციალური მეცნიერებები, სოციოლოგია, ან მომიჯნავე მიმართულებები;
** ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება;
** სამართალი.
კანდიდატი აუცილებლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონეზე), წყაროს დამოწმების აკადემიურ სტანდარტს (Chicago/APA/Bluebook ან წყაროს დამოწმების ზოგად პრინციპებს) და შეეძლოს კომპიუტერული პროგრამების გამოყენება (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint)
საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში სტაჟირების გავლისას სტაჟიორები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: NGP_Recruitment@dai.com (Subject-ის ველში მიუთითეთ - პარლამენტის კვლევითი ცენტრის სტაჟირება).
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 დეკემბერი, 18:30 საათი.
სტაჟირებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ატვირთულ ფაილში.
გისურვებთ წარმატებებს !